ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია 9 თვიან დუმილს არღვევს

მიხეილ კალანდიამ 9 თვიანი დუმილი დაარღვია და ხორავას საქმის დეტალებზე ისაუბრა.

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის დაკავებულა პირმა მიხეილ კალანდიამ პირველად ისაუბრა ხორავას საქმის დეტალებზე.

 20 წუთიან მონოლოგში ბრალდებულმა საკუთარ უდანაშაულობაზე გაამახვილა ყურადღება, მოსამართლეს კი რამდენჯერმე შეახსენა, რომ მისი მომავალი სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. დაკავებულმა დასკვნით სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა გარდაცვლილების ოჯახების სამძიმრით დაიწყო.

5 საათის განმავლობაში დაცვის მხარე ცდილობდა მიხეილ კალანდიას უდანაშაულობის დამტკიცებას თუმცაღა მტკიცებულებები არასაკმარისი აღმოჩნდა მიხეილ კალანდიას საქმესთან მიმართებაში.

მოსამართლის მხრიდან გამამართლებელ განაჩენს არ ელოდება კალანდიების ოჯახი , ისინი დავის გაგრძელებას სასამართლოს ყველა ინსტანციაში აპირებენ.

საქალაქო სასამართლომ 8 თვიანი საქმის განხილვა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის მოსმენით დაასრულა. დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე ნიკოლოზ მარსაღიშვილი 25 თებერვალს გამოაცხადებს.