პირველკლასელების სახელმძღვანელოების წონა 1 კილოგრამს არ ასცდება

უკვე რამდენი ხანის მშობლები სასკოლო ჩანთების სიმძიმეს აპროტესტებენ, მართლაც წიგნები საკმაოდ მძიმეა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მასწავლებლები მოსწავლეებს დამატებით სახელმძღვანელოებს სთხოვენ, ჩანთა საკმაოდ მძიმე გამოდის, მათ შორის პირველკლასელთა ჩანთებიც.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ განაცხადა, პირველკლასელების სახელმძღვანელოების წონა 1 კილოგრამს არ ასცდება.

„ჩვენ სახელმძღვანელოების დაყოფისა და ქაღალდის წონის შემცირების მეშვეობით შევძელით, რომ პირველი კლასის მოსწავლეს არ მოუწევს ერთ კილოგრამზე მეტი ტვირთის ტარება“, – განმარტავს მურღულია.

მისივე  თქმით 17 სექტემბრისთვის ყველა სახელმძღვანელო დაბეჭდილი იქნება. წელს სულ 3 მილიონ 800 ათასი სახელმძღვანელო უნდა დაიბეჭდოს, პირველ ეტაპზე 2 მლნ 400 ათასი იბეჭდება.