ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. საზღვარს 24 აგვისტოდან 3 დღით კეტავს

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების 10-წლისთავს აღნიშნავენს, რის გამოც, როგორც არაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, გამშვები პუნქტები, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიასთან, 24 აგვისტოს 20 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე არ იმუშავებს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვა განსაკუთრებით ახალგორის რაიონისკენ მიმავალ მგზავრებს შეეხებათ.

საერთაშორისო საზოგადოება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის  დამოუკიდებლობას არ აღიარებს.