ანას ბაღის მიმდებარედ ნაძვები დარგეს

ვარკეთილში, ანას ბაღის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივები პერიოდულად აპროტესტებენ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, „პარტიზანი მებაღეები“ სკვერს აწყობენ. ისინი ადგილზე სპეციალური მოწყობილობებით გამოჩნდნენ, მიწის ამოთხრა, ხეების დარგვა და გამწვანებითი სამუშაოები დაიწყეს.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა, რომელიც ანას ბაღის ტერიტორიაზე გამოჩნდა, თქვა, რომ ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მივიდა.