შეწყდება თუ არა ავიამიმოსვლები ირანთან- გიორგი გახარია მედიასთან კომენტარს აკეთებს

შეწყდება თუ არა ირანთან ავიამიმოსვლა და რა დამატებით ღონისძიებებს გეგმავს საქართველოს ხელისუფლება კორონავირუსის საფრთხის ფონზე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას პრემიერის განკარგულებით შექმნილი საბჭო მიიღებს.

ირანში კორონავირუსით უკვე 5 ადამიანია დაღუპული. იზრდება დაინფიცირებულთა რაოდენობაც.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს ჯერჯერობით მედიასთან ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კი აცხადებს, რომ შესრულდება ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს.

“ყველა ის მექანიზმი ამუშავდება, რაც იქნება საჭირო, რომ ვირუსის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა განხორციელდეს. ეს იქნება ფრენების შეზღუდვა თუ რაიმე სხვა – გიორგი გახარია