“ნატოს წევრობის გარდა საქართველოს სხვა უსაფრთხოების გარანტია არ გააჩნია”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი პრემიერ-მინისტრის მიერ ნატოსთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება და ნატოს წევრობის გარდა საქართველოს სხვა გარანტია არ გააჩნია.

“პრემიერ-მინისტრი მართალია, ჩვენი ინტერესები იმ განცხადების შინაარსიდან გამომდინარეობს, რაც პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ თქვა. რეალობაში, ეს არ არის თხოვნისა და ამ თხოვნის განხილვის თემა. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს საერთო ინტერესები უნდა ამოძრავებდეთ, რათა ეს საკითხი დროულად გადაწყდეს. ჩვენთვის ეს საკითხი სასიცოცხლო ინტერესის მქონეა. ჩვენ სტაბილური განვითარებისთვის უსაფრთხოება გვჭირდება, დანარჩენი ნიუანსები რთულია და ამ ნიუანსებს თვალი ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაუსწორონ. ეს თხოვნაც არის და მოთხოვნაც“ – განაცხადა ვოლსკიმ.

იხ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება

https://www.gmtv.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%93%e1%83%92%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%a3%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%a1/?fbclid=IwAR0HkN5pCPPrOTeO6y6_uji7NVp0FtvCepVAG8cMcgfsIzACWtczKtZzX7s