ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა იმატა

ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.   ქვეყნის ჯანდაცვის უწყების  ინფორმაციით,  ვირუსის არსებობა კიდევ 95 ადამიანს დაუდასტურდა.

გუშინ  ირანის პარლამენტის ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ოფიციალური ცნობები სინამდვილეს არ შეესაბამება და ქვეყანაში კორონავირუსით უკვე 50-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

ირანთან საქართველოს გარდა კიდევ ათმა ქვეყანამ შეაჩერა საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა.   საზღვრები ჩაკეტა ერაყმა, თურქეთმა, ავღანეთმა, პაკისტანმა და სომხეთმა, ხოლო ავიამიმოსვლა შეაჩერა საუდის არაბეთმა, ქუვეითმა, გაერთიანებულმა არაბთა ემირატებმა, ომანმა და საქართველომ.