„ჩემნაირ ადამიანს, რომ მტრად იკიდებენ ამას უგუნური ადამიანის გარდა არავინ გააკეთებს!..“

ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია პირველში გორში მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ აფასებს და

“ქართული ოცნების” წევრების მიერ მისადმი გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება:

“უმადურობასთან გვაქვს საქმე ქართული ოცნების ზოგიერთი ლიდერის მხრიდან ჩემთან მიმართებაში და ზოგადად, ჩემნაირი კატეგორიის ადამიანს, რომ მტრად იკიდებენ და აღიზიანებენ, მე მგონი ამას უგუნური ადამიანის გარდა, ვერავინ ვერ გააკეთებდა.

ნაცვლად იმისა, რომ მათ ჰქონდეთ პოლიტიკური გარიგეგბები ჩემნაირ ადამიანთან და მას სთხოვდნენ დახმარებას საარჩევნო მარათონში, მიდიან და პროცესში რთავენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან ე.წ. ხორცმეტი ჩვენი საზოგადოებისა” –  განაცხადა ოქრუაშვილმა და აღნიშნა, რომ მასზე განხორციელებულ თავდასმხაზე სისხლის სამართლის საქმე 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა იყოს აღძრული და არა 117-ე მუხლით, რაც სხეულის დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება