შსს-მ კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

თავად ზვიად კუპრავა ამბობს, რომ ორი უცნობი ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტი მის სახლთან მოხდა. კუპრავას დაზიანებები სახისა და თავის არეში აქვს მიყენებული