“იყო მცდელობა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის, ეს ბოლო გამოშვებაა…”

ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “ბიზნესის სიახლეების” წამყვანმა ანა ცხოვრებოვამ დღეს, 28 თებერვალს პირდაპირ ეთერში თქვა, რომ გადაცემა ორშაბათიდან ეთერში აღარ გავა. ტელეწამყვანის თქმით, ამის ოფიციალურ მიზეზად ჰოლდინგის მენეჯმენტი არხის ფორმატის ცვლილებას ასახელებს. თუმცა ცხოვრებოვა აღნიშნავს, რომ მენეჯმენტს არაერთხელ ჰქონდა გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდლეობა.

https://www.facebook.com/112936070158106/videos/138767730717642/UzpfSTEwMDAwMDk0ODM5MTc3MTozNTY4ODkzNjk5ODE4ODc1/