ანა სუბელიანის საქმეზე დღეს სასამართლო იმსჯელებს

 

ანა სუბელიანის საქმეზე დღეს სასამართლო იმსჯელებს. საუბარია კინოთეატრ “ამირანთან” ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერისას მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც სუბელიანს დაზიანება თავის არეში მიაყენეს. ამ საქმეზე ბრალი ედება შალვა შევარდნაძეს. პროცესზე დაზარალებული დაიკითხება და ის დეტალებს კიდევ ერთხელ გაიხსენებს.

“მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ მე არ დამინახავს ეს პიროვნება, ვიცი როდის რა მოხდა, უშუალოდ რა ტრაექტორიით და ა.შ. ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ზუსტად იმიტომ, რომ არ გაჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი და შემდეგ, ასეთი შემთხვევების დროს არ განმეორდეს იგივე, აუცილებელია, რომ ეს პიროვნება შესაბამისად დაისაჯოს,”- განაცხადა ანა სუბელიანმა.