20 ივნისის საქმეზე მსჯავრდებულები გათავისუფლდნენ

20 ივნისის საქმეზე მსჯავრდებულები სასამართლო დარბაზიდან ბრალის აღიარების შემდეგ გაათავისუფლეს. თუმცა, როგორც პროცესიდან გამოსულმა ზურაბ ბუდაღაშვილმა განაცხადა, ის თავს დამნაშავედ არ სცნობს და ბრალი ფორმალურად აღიარა. მისი თქმით, ციხეში ყოფნამ პოლიტიკური ელფერი მიიღო და აზრი აღარ ჰქონდა იქ ჯდომას. იგივე საქმეზე მსჯავრდებულებმა კახაბერ კუპრაშვილმა და  ცოტნე სოსელიამ კი დანაშაული “გულწრფელად” აღიარეს.  სამივე მათგანი სასამართლო დარბაზიდან 2 ათას ლარიანი ჯარიმის დაკისრებით და 3-3 წლიანი პირობითი სასჯელით გათავისუფლდნენ.