კორონავირუსის მე-13 შემთხვევა დადასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ tv1-ის ეთერში განაცხადა. ცერცვაძის განცხადებით, მას ინფორმაცია ახლახანს მიაწოდეს. მანამდე მან მედიასთან თქვა, რომ საავადმყოფოში პაციენტების რეკორდული რაოდენობა იმყოფება.

„ვინაიდან, ბოლო დღეებში იმატა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ, ასევე ამ დადასტურებულ შემთხვევებს ყავთ ბევრი კონტაქტები, რომლებიც გამოსაკვლევად მოდიან საავადმყოფოში პაციენტების რაოდენობა გაიზარდა“, – ამის შესახებ მედიას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.