მაკა წიკლაურის ტრაგიკულად დაღუპვიდან ერთი წელი გავიდა

დღეს ერთი წელი გავიდა ჟურნალისტის მაკა წიკლაურის ტრაგიკულად დაღუპვიდან.

კეთილი ფერია,საოცრად ლამაზი,სათნო,ერთგული მეგობარი და ნამდვილი პროფესიონალი.

ძნელია მაკაზე წარსულ დროში საუბარი….ძნელია, მაგრამ უკვე ერთი წელია, რაც  წავიდა და ღიმილიანი სახით, ჩვეული ფრაზით დაგვემშვიდობა: – ” მოდით, ერთმანეთს სიყვარულში შევეჯიბროთ!”

გვენატრება და გვგონია, რომ აი ახლა, ან აი ახლა დარეკავს, ჩვეული სითბოთი მოგიკითხავს, საქმიან საუბარს გააბამს, თან მოფერებასაც არ დაივიწყებს…

სულ ასე იქნება, მაკა, სულ გვემახსოვრები და სანამ ჩვენ ვართ, მაკა წიკლაური მუდამ ჩვენს გვერდით იქნება.

შენი მეგობრები