“მოახდინეთ რეაგირება ისრაელში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე  წერილობით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს და სთხოვს სათანადო რეაგირება მოახდინოს ისრაელში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

„ საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელ პროფკავშირს განცხადებით მომართა მარიამ მენაბდიშვილმა. საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირში შემოსული განცხადება და თანდართული მასალები შეიცავს საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების, ღირსებისა და კანონიერი ინტერესების სერიოზული ხელყოფის ნიშნებს, რაც საჭიროებს სათნადო და ობიექტურ შესწავლას.

განმცხადებლის განმარტებით და თანდართული დოკუმენტების ანალიზით ირკვევა, რომ მარიამ მენაბდიშვილი  არის არასამთავრობო ორგანიზაციის „ნათელა მომავლის ცენტრის“ დირექტორი. ამ ცენტრის ძირითადი საწესდებო მიზნებისა, საგანმანათლებლო და შემეცნებითი საქმიანობა, მოსახლეობას სამოქალაქო და სამართლებრივ საკითხებზე შემეცნებითი და სხვა საქმიანობა. თანდრთული დოკუმენტებით ასევე ირკვევა, რომ მარიამ მენაბდიშვილმა მიიღო ისრაელის მოქალაქის იონი ბენიაშვილის მიწვევა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საქართველოში შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის ადაპტირებული დასასვენებელი პარკისათვის კონკრეტული მიწის ნაკვეთის შესაძენად. ამ ნაკვეთის შეძენას გეგმავდა ისრაელის მოქალაქე ამ ცენტრის და მისი ბენეფიციარებისათვის. ამ საქველმოქმედო მიზნებისათვის ისრაელის მოქალაქის მოწვევით მარიამ მენაბდიშვილი ავიარეისით ჩავიდა ისრაელში, თუმცა ისრაელის საზღვარზე მოხდა მისი დაკავება და არასათანადო მოპყრობა, რომელიც შეიცავდა უკანონო ქმედების გამოკვეთილ ნიშნებს და ხასიათდებოდა მიზანმიმართულად ღირსების შემლახავი ფორმებით. ასევე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი მასზედ, რომ ადგილი ჰქონდა უკანონო თავისუფლების აღკვეთას.

ამ ვითარებაში გარკვეული კითხვის ნიშნები რჩება ისრაელში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს მოქმედებებში. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ისრაელში საქართველოს საკონსულო ინფორმირებული იყო კონკრეტულ შემთხვევაზე, თუმცა სათანადო რაგირება არ განხორციელდა. ამავე განცხადებით ირკვევა, რომ ეს შემთხვევა დიდი ალბათობით ერთეული არ არის და ხშირია მსგავსი უკანონო და უპატივცემულო დამოკიდებულებები. აღნიშნულს კონკრეტული პირები ადასტურებენ. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მარიამ მენაბდიშვილს ჰყავს მეუღლე და ჩვილი ბავშვი. აქვს შემოსავალი საქართველოში და ანგარიშები კომერციულ ბანკებში. ამ პირობებში ფაქტობრივად არ არსებობს რაიმე საეჭვო გარემოება მასზედ, რომ იგი საქართველოში არ დაბრუნებულიყო. შემოსული განცხადება შეიცავს აღმაშფოთებელ ფაქტებს, რომელიც საკითხის ყოველმხრივ შესწავლას და სათანადო რეაგირებას საჭიროებს.

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მოქალაქეს საქართველო იცავს მიუხედავად მისი ადგილმდებარეობისა, ამის იურიდიულ გარანტიას წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია. ეს საკითხი და მარიამ მენაბდიშვილის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა არა მარტო ამ პირის ღირსების დაცვას ნიშნავს, არამედ ეს საკითხი მთელი ქვეყნის ღირსების საკითხია. დაუშვებელია დაუსჯელი რჩებოდეს მსგავსი მოქმედებები ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან. საკითხის საფუძვლიანი შესწავლა შედის როგორც საქართველოს ასევე ისრაელის ოფიციალური სტრუქტურების ინტერესებში. დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია სათანადო პასუხისმგებლობა დადგეს დამნაშავე ჩინოვნიკების რათა ჩრდილი არ მიადგეს ორი მოძმე და ისტორიულად მეგობარიო ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს.

საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, განცხადება აყვანილია კონტროლზე და მასზე ჩვენი მხერიდან განხორციელდება საზოგადოებრივი მონიტორინგი. ასევე შესწავლის შედეგები განსაჯაროვდება მედია–საშუალებებით, ვიმედოვნებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი სამსახურები უზრუვნელყოფენ კანონით გათვალისწინებულ სათაანადო რეაგირებას აღნიშნულ ფაქტზე, ასევე ვიმედოვნებთ, რომ რეაგირება იქნება სამაგალითო სამომავლო პრევენციის მიზნით“- აღნიშნულია გიორგი თევზაძის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება