პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე შეთანხმება გამორიცხულია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე მისთვის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებაზე ლაპარაკი გამორიცხულად მიაჩნია. ამ თემასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა პოსტი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

“ნებისმიერ მოლაპარაკებებში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ჩემთვის პრინციპული საკითხია არამხოლოდ იმ პატიმრების გაშვება, რომელთა მიმართ ჯერ არ დამდგარა “განაჩენი”, არამედ გიგი უგულავას და სხვა პოლიტპატიმრების… ამის გარეშე რაიმე შეთანხმებაზე ლაპარაკი მე პირადად საერთოდ გამორიცხულად მიმაჩნია”, — წერს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ გიგი უგულავას პოზიციაც დასაფასებელი და საყურადღებოა. 5 მარტს, ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ არ სურს მისი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში.