,,ქალები სამართლიანობისთვის“ – პარტია “სამართლიანობისთვის” ახალ პლატფორმას აფუძნებს

პარტია “სამართლიანობისთვის” ახალ პლატფორმას, ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს. პარტიის ლიდერის ეკა ბესელიას თქმით, მათი მთავარი მიზანია შეწყდეს ქალთა მიმართ ძალადობა და გაძლიერდეს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა არჩევნებში.

ასევე, ერთ-ერთი თემა სწორედ გენდერული ბალანსი და კვოტირება იქნება.

-ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა შედგება.
ორგანიზაციის სლოგანია ,,ქალები სამართლიანობისთვის“
ორგანიზაციის მიზანია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა თანაბარუფლებიანი მონაწილეობის ხელშეწყობა და გაზრდა. აგრეთვე, ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა, გენდერული თანასწორობის საკითხების მოგვარება და ქალთა მეტი ინტეგრაცია პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრებს პარტიის თავმჯდომარე – ეკა ბესელია, IRI-ის ოფისის ხელმძღვანელი, ასევე ცნობილი და წარმატებული ქალები.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან დოპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, არასამათავრობო ორგანიზაციის ლიდერები, ქალთა უფლებების დამცველები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI) მხარდაჭერით იმართება-აცხადებს ეკა ბესელია.