თამარ იოვაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატებს მიმართავს

F-news

თამარ იოვაშვილი

14470496_10207004524058726_780887535714128165_n

პატივცემულო მაჟორიტარი კანდიდატებო მთაწმინდაზე!
ქ-ნი სალომე,ბ-ნი ბარამიძე,ბ-ნი ფრუიძე,ქ-ნი კორძაია, ბ-ნი თევზეძე!
მოგმართავთ თქვენ! ხომ გაქვთ ამბიციები გახდეთ პარლამენტარები მთაწმინდელების, სოლოლაკელების,ვერელების ხარჯზე! ხომ ატარებთ საარჩევნო კამპანიებს და დიდ დაპირებებს იძლევით!
არც ერთი თქვენთაგანი არ დაინტერესდა იმ მოვლენებით რაც ღამე ხდებოდა მთაწმინდაზე…და ეს ბიჭები რომლებს აწამეს წუხელ ღამე, სცემეს და იარაღი მიადეს შუბლზე ..ეს ბიჭები -თქვენი ამომრჩევლები არიან!
ეს ბიჭები ჩვენი შვილები არიან! და სად არის თქვენი ამაღლებული ხმა? არ იცით ვინ არიან ძმენი რურუები? არ იცით რომ სისხლიანი საძმოს წევრები არიან და დღემდე დაშინებული აქვთ მოსახლეობა? ან ეს ყველაფერი თქვენ არ გეხებათ? ან უბრალოდ გეშინიათ სიტყვის თქმა?
აი სად არის МОМЕНТ ИСТИНЫ! აი როგორ გამოჩნდა თქვენი ნამდვილი სახე…სამართლიანობის აღდგენა დღეს იწყება! სამართლიანობის აღდგენა არ არის ხვალინდელ დღეზე გადადებული საქმე!
ისევ და ისევ ახალგაზრდობა ააღდგენს სამართალს..გაიწიეთ და გზა დაუთმეთ მებრძოლ, სამართლიან და უშიშარ ვაჟკაცს! (სტილი დაცულია)

 

კომენტარის დატოვება