ხულოში საცხობი აფეთქდა, რასაც 65 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

პურის საცხობში საწვავის ავზი აფეთქდა, რასაც 65 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ადგილზე დროულად მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ტექნიკური უსაფრთხოების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

კომენტარის დატოვება