ოკუპირებული აფხაზეთი 14 მარტიდან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

ოკუპირებული აფხაზეთი, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან, 14 მარტიდან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს.

შესაბამისი ღონისძიების გატარების ბრძანება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ გასცა.