სამხედრო-სავალდებულო გაწვევა ერთ თვით გადავადდა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამხედრო-სავალდებულო გაწვევა ერთ თვით გადავადდა.

“დღეს საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთი თვით გადავავადოთ. გადაწვეტილება საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მივიღეთ და პროცესს მას შემდეგ დავიწყებთ, რაც კორონავირისის გავრცელების საფრხე თავიდან იქნება აცილებული,”- აცხადებს  საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე, 1-ელ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში.