კორონავირუსის დათრგუნვა და კონტროლი შესაძლებელია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი

 თედროს ადანომ გებრეიესუსი

-ჩვენ ერთად ვართ, კოორდინირებულად უნდა ვიმოქმედოთ და დავიცვათ მსოფლიოს მოქალაქეები. ეს ნამდვილად შესაძლებელია. რამდენიმე ქვეყანამ უკვე აჩვენა, რომ ამ ვირუსის დათრგუნვა და კონტროლი შესაძლებელია.

ძალიან შეშფოთებულები ვართ არსებული მდგომარეობით. საგანგაშოა გავრცელების დინამიკა, ქვეყნებს ყოველდღე საგანგებო და აგრესიული ზომებისკენ მოვუწოდებთ. უახლოეს დღეებსა და კვირებში ველოდებით, რომ დაინფიცირების შემთხვევების და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება.

ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ დაავადება “კოვიდ 19″ შეიძლება შეფასდეს, როგორც პანდემია. სიტუაციის პანდემიად შეფასება არ ცვლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის საფრთხის შეფასებას. არ ცვლის იმას, რაც ქვეყნებმა უნდა გააკეთონ.”