სასულიერო პირები გლდანის ციხესთან მივიდნენ და პატიმრები დალოცეს

“კორონავირუსისგან დასაცავად” ქუჩების კურთხევის შემდეგ, სასულიერო პირები და ჩოხოსნები გლდანის ციხესთან მივიდნენ და პატიმრები დალოცეს. მღვდლები პატიმრებს დინამიკების საშუალებით ელაპარაკებოდნენ.

როგორც მამა შალვა კეკელიამ პატიმრებისადმი მიმართვის დროს აღნიშნა, იქ პატრიარქის კურთხევით მივიდნენ. მან მოუწოდა პატიმრებს ციხიდან ლოცვა მამაო ჩვენო წაეკითხათ, თავად კი მრევლთან ერთად ქუჩიდან წაიკითხა.