რიყე-ნარიყალას საბაგირო დროებით წყვეტს მუშაობას

კორონავირუსის  პრევენციის მიზნით  რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა დროებით მუშაობას  წყვეტს.  თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები გაითვალისწინა და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების და ვირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შემცირების გამო  მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც 18 მარტიდან ამოქმედდება.