კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა დაწესდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები  მოამზადა, რომელსაც თვის ბოლოსთვის დაარეგისტრირებს.

ერთ-ერთი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, რომლის თანახმადაც, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

განმორებითი სასჯელისთვის პირს მიესჯება შინაპატიმრობა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.