“ბევრი ვიფიქრე ამ სამ გმირ ადამიანზე, მხატვრებო, გამოვდივარ ინიციატივით…”

მხატვარი დავით ბაძაღუა ახალი ინიციატივით გამოდის

ყველა მხატვარს – ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!
ბევრი ვიფიქრე ამ სამ გმირ ადამიანზე (ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე – გუნდითურთ).
ალიან მინდა მოვეფერო და ყოველთვის ვიამაყო ასეთი ქართველებით!
ვინაიდან, ჩვენ არა ვართ ხელისუფლება, რომ მათ ოფიციალური გმირის წოდება მივანიჭოთ, არა ვართ პრესა – მასმედია, რომ მათი დაუღალავი შრომა სათანადოდ გავაშუქოთ, მაგრამ ვართ მხატვრები და გვაქვს ემოციები, ჩვენ ძარღვებზეც მიედინება ქართული სისხლი და ვხედავთ ამათგან, არა მხოლოდ ქმედებას, არამედ მათ შემოქმედებასაც.

მხატვრებო!!! გარკვეული პერიოდი მაინც ჩაკეტილები ვართ (პორობითად) სახელოსნოებში – გამოვდივარ ინიციატივით:
ჳიმუშაოთ ახალი თემით, ყველამ შევქმნათ ერთი სურათი მაინც, რომელიც ასახავდეს ამ (2020 მარტი) პერიოდს. როდესაც მორჩება ინფიცირების საშიშროება თბილისში მოვაწყოთ კარგი გამოფენა პრესტიჟულ გალერეაში. ( გალერისტები არ დაგვზარდება ამისთ ვის).

გამოფენა კი ამ სამ დიდებულ ადამიანს და მათ გუნდს მიეძღვნება – ამათი საპატივცემლოდ გავაკეთოთ ეს! ესეთი ადამიანები დასაფასებელია. ეს ჩვენი, თითოეულის ვალია! მხატვრებს ქვეყნის წინაშე თავისი პასუხისმგებლობა გააჩნია და ეს კარგი საქციელი იქნება ჩვენი მხრიდან!
ვინც თანახმა ხართ დამეხმარეთ წერილის გავრცელებაში და დაწერეთ აქ კომენტარებში თქვენი მხარდაჭერა და ჩართულობა!
ჩემი მობილურია: 577092120.