“იმედია სხვა კომპანიებიც ასევე მოიქცევიან”

“მემარცხენე ალიანსის”  ლიდერი პაატა ჯიბლაძე მადლობას უხდის “KTW ჯგუფის” ხელმძღვანელს ზურაბ ჩხაიძეს  სასტუმრო “ახაშენი ღვინის კურორტი & სპა” -ს სახელმწიფოს საკარანტინო ზონად დათმობის გამო:

“მინდა, მადლობა ვუთხრა და მოხარული ვარ, რომ ჩვენი კომპანიის დამფუძნებელმა და გენდირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ქვეყნისათვის ამ ურთულეს პერიოდში ასეთი ადამიანური, სოლიდარული გადაწყვეტილება მიიღო! იმედი მაქვს, რომ საქართველოში მოქმედი სხვა წარმატებული კომპანიებიც ასევე გამოიჩენენ გულისხმიერებას და მათ ხელთ არსებული რესურსებით თავიანთ წვლილს შეიტანენ ქვეყანაში განვითარებული უმძიმესი კრიზისის დასამარცხებლად!”- აცხადებს პაატა ჯიბლაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.