“მადლობა მათ თავდაუზოგავი შრომისთვის და თავგანწირვისთვის”

საქართველოში არსებული ქალთა ორგანიზაცია “ქალთა საბჭო”, რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე (დაფუძნდა 1921 წელს) საზოგადოებას არაერთი საქველმოქმედო საქმიანობით დაამახსოვრა  თავი და  უამრავი მადლიერი ადამიანი შეიძინა, ამჯერად მედპერსონალის მიმართ იჩენს უდიდეს ყურადღებას და მათ როგორც სახელმწიფოს, ასევე საკუთარი მოქალაქეების წინაშე მაღალი პასუხისმგებლობისა და გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის “მადლიერების და სიყვარულის სიგელით” აჯილდოვებს. “ქალთა საბჭოსგან” ჯილდოები გადაეცემათ  ბატონებს, ამირან გამყრელიძეს, თენგიზ ცერცვაძეს, პაატა იმნაძეს, ასევე ქალბატონებს მარიამ ეზუგბაიას და მარინა ენდელაძეს.

“მადლობა შეუფასებელი შრომისათვის მათ გვერდში მდგომ მედპერსონალს, ყველა რგოლის წარმომადგენელს, ვინც მათთან ერთად 24 საათის დაუღალავი შრომით, თავგანწირვით ცდილობს ვირუსის შეჩერებას და თვითეული მათგანი იჩენს მაღალ სახელმწიფოებრივ და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ერის წინაშე.
აღნიშნულ სიგელებს ხელს აწერს 65 აღმასრულებელი საბჭოს წევრი, რეგიონალური ქალთა საბჭოების ხელმძღვანელები,საზღვარგარეთის წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და სხვადსხვა ეროვნების წარმომადგენლები,რომელიც გადმოგეცემათ საზეიმო ვითარებაში,ვირუსის დამარცხებისთანავე.” – ნათქვამია “ქალთა საბჭოს” გვერდზე.