ჩეხ ტურისთან კონტაქტში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ვირუსი არ აღმაოჩნდათ

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა. ოთხივე მათგანი საქართველოში დადასტურებულ შემთხვევებთან არის კავშირში.  რაც შეეხება გუდაურის შემთხვევას, სადაც რამდენიმე დღე ისვენებდა ჩეხი ტურისტი, შემდეგ კი საკუთარ ქვეყანაში ჩასვლისთანავე ვირუსი დაუდასტურდა,  მარიამ ეზუგბაიას თქმით, საქართველოში მასთან  კონტაქტში მყოფ არც ერთ მოქალაქეს ვირუსი არ აღმოაჩნდა.