რა ხდება სამარშუტო ტაქსების აკრძალვის შემდეგ? არსებობს თუ არა ვირუსის გადადების რისკი?

მეტ­რო­სად­გუ­რებ­სა და ავ­ტო­ბუ­სებ­ში მგზავ­რთნა­კად­მა საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტა. ამას ის ფოტო და ვი­დე­ო­კად­რე­ბი ადას­ტუ­რებს, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

მოქალაქეები პრეტენზიებს გამოთქვამენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში – ავტობუსებსა და მეტროში ხალხის ჭარბი რაოდენობიდან გამომდინარე. მათი თქმით, ავტობუსით გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

შეგახსენებთ რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დროებით აკრძალა სამარშუტო ტაქსების მოძრაობა.