საპატრიარქოს შესასვლელთან ყველას, ვინც ტერიტორიაზე შედის სიცხეს უზომავენ

დღეს კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით, სინოდში საგანგებო სხდომა იმართება. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები შექმნილი ვითარების ფონზე ზიარების წესსა და ზოგადად ეკლესიურ ცხოვრებაზე ისაუბრებენ.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საპატრიარქოს შესასვლელთან ყველას, ვინც ტერიტორიაზე შედის სიცხეს უზომავენ.