ზიარების წესი არ შეიცვლება

ზიარების საიდუმლოს წესსა და წირვა-ლოცვაში არავითარი ცვლილებები არ შევა, ამაზე ყველა ერთსულოვანია და აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. ამის შესახებ ახალქალაქის ეპისკოპოსმა, მეუფე ნიკოლოზმა სინოდის 7 საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მეუფემ განაცხადა, წირვა-ლოცვა ისევე როგორც ყოველთვის ხმის გამაძლიერებლების საშუალებით ჩატარდება და მრევლის ნაწილს თუ სურვილი ექნება, შეეძლება გარეთ ეზოში მოისმინოს ღვთისმსახურება. “ჩვენ სრულიად ვითვალისწინებთ ჯანდაცვის სისტემის და ხელისუფლების რეკომენდაციებს, მაგრამ უფლისგან დადგენილ წესში ცვლილებები არ შევა.”-განაცხადა ეპისკოპოსმა. ასევე მან განმარტა რომ თუ კორონავირუსით ინფიცირებულებს სურვილი ექნებათ ზიარების, ყველა სასულიერო პირი მზად არის მივიდეს და ადგილზე აღასრულოს ეს საიდუმლო.