გონივრული ვადით გადავადებულ იქნას ყველა ადმინისტრაციული სახდელის გადახდის ვადა

პარტია ,,კანონი და სამართალი” საქართველოს მთავრობისგან შემდეგი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს:

1. გონივრული ვადით გადავადებულ იქნას ყველა ადმინისტრაციული სახდელის გადახდის ვადა, მათ შორის საპატრულო პოლიციის ჯარიმების გადახდის ვადა;

2. გადავადებულ იქნას ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექ დათვალიერების ვადა და არ დაჯარიმდნენ მფლობელები;

3. გადავადებულ იქნას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გასატარებელი ღონისძიებები, შეჩერებულ იქნას ყველა გამოსახლება;

4. ტურისტული სფეროს მსგავსად ყველა მეწარმე სუბიექტს გადაუვადდეს საგადასახადო ვალდებულებები და არ მოხდეს მათზე საურავების დარიცხვა;

5. ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და ინტერნეტ პროვაიდერებთან კონსულტაციის გზით მოხდეს მათთვის საგადასახადო ვალდებულებების დროებით შეჩერება, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად (დაახლოებით 35 %) გააიაფებს მომსახურების ტარიფებს.