„დიმიტრი ხუნდაძემ ძველ ილეთს მიმართა…“

სოფელ მუხრანის მკვიდრი შოთა ღვინიაშვილი აცხადებს, რომ მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ მოსახლეობაში თაბახის ფურცლებზე დაწერილი დაპირებები დაარიგა და მის ხელთ არსებულ ფურცელს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

14495311_296115660771884_1160921672588846489_n

-“ეს კაცი უკვე გადადის ჭკუიდან ხალხი რომ არ ხვდება? ნახეთ რა მოიგონა. თაბახის ფურცლებზე დაიწყო წერა და მოსახლეობაში არიგებს. ვაი შენს პატრონს” -წერს ღვინიაშვილი.

მის ამ სტატუსს უკვე გამოეხმაურნენ მცხეთის მაცხოვრებლები.

-„ანალოგიური თაბახის ფურცლებით არიგა დაპირებები 2012 წელსაც დიმიტრი ხუნდაძემ.  ახლაც ძველ ილეთს მიმართა- 2012 წელს დევნილი მოსახლეობა სწორედ ამ ფორმით მოატყუა წეროვნის დასახლებაში“-წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები და 2012 წლის საარჩევნო დაპირებებს აქვეყნებენ.

14568181_902672396531204_4181054202270801967_n

არჩევნებამდე კი მხოლოდ სამი დღე რჩება…

კომენტარის დატოვება