კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და ”რიონს” შორის სასამართლო დავა ტელეკომპანიის სასარგებლოდ დასრულდა

დავით ცხვარაძე

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოქმი ტელ-ერადიო კომპანია ”რიონის” წინააღმდეგ, სამართალდარღვევის თაობაზე, რომელიც ეხებოდა საზოგადოებრივი აზრის კვლევების გაშუქების წესის დარღვევას.

კონკრეტულად რუსთავი-2 ის დაკვეთით GFK-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის გაშუქებას.

აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია წერილობით გამოითხოვა MDF-მა, რის შედეგადაც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამართალდარღვევის ოქმი 11 მაუწყებელს წარუდგინა. პროცესზე ნაჩვენები იქნა განსახილველი სიუჟეტი და მოსამართლემ მიიჩნია,რომ სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ქონია და სიუჟეტის შინაარსს ზიანი არ მიუყენებია საზოგადოებისთვის, ამიტომ იგი შემოიფარგლა სიტყვიერი შენიშვნით.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და ტელე-რადიო კომპანია ”რიონს” შორის სასამართლო დავა რიონის სასარგებლოდ დასრულდა.

კომენტარის დატოვება