საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანების შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც ეხება

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანების შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც ეხება

ნინო ლომჯარიამ ამის შესახებ ღამის კურიერში ისაუბრა .

 

“შეკრება გულისხმობს ადამიანთა ჯგუფის ნებისმიერი სახის შეკრებას. თუმცა აქ მინდა განვმარტო, რომ თავად დეკრეტი კონკრეტულად არ განსაზღვრავს, რა შემთხვევებში ადგენს ის გამონაკლისს და მიუთითებს, რომ ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი”, — აღნიშნავს ლომჯარია.

როგორც ომბუდსმენი ამბობს, ეკლესიაში შეკრების შეზღუდვა არ გულისხმობს რწმენისა და აღმსარებლობის უფლების შეზღუდვას.

დღეს, 21 მარტს საგანგებო მდგომარეობაზე საუბრის დროს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ათზე მეტი ადამიანის შეკრება იზღუდება.