ხუთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა უკვე დატოვა კლინიკა, სამმა შესაძლოა დღეს დატოვოს

როგორც უკვე ცნობილია, საქართველოში თებერვლის ბოლოდან დღემდე 54 პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი, აქედან 35 მკურნალობის კურსს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა, სადაც 8 გამოჯანმრთელდა და აქედან 5 უკვე გაეწერა ბინაზე.  ამჟამად 30 დაინფიცირებული რჩება კლინიკაში. როგორც ინფექციურის სამედიცინო დირექტორმა აღნიშნა, 3 უკვე გამოჯანმრთელებულ პაციენტს აღენიშნებოდა პნევმონია, ამიტომ მათ დღეს ჩაუტარდებათ შესაბამისი  დეტალური  გამოკვლევები და სავარაუდოდ დღის ბოლომდე ისინიც დატოვებენ კლინიკას.

მარინა  ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში 4 პაციენტის მდგომარეობა პროგნოზურად სერიოზულია, რადგან მათ სხვა დაავადებების თანხლებით დაუდგინდათ “კოვიდ-19”, ერთს მძიმე ნევროზული დაავადება აღენიშნება, მეორეს ჰიპერტენზია, მესამეს დიაბეტი, და ა.შ.