ევროკავშირი არ სცნობს ოკუპირებული აფხაზეთის არჩევნებს

ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ სცნობს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.  აღნიშნულის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საგარეო უწყების  უმაღლესი წარმომადგენელი ავრცელებს.

მარიონეტული რეჟიმის მიერ ჩატარებულ არჩევნებს გმობს ოფიციალური ლიეტვუაც.

მეგობარი ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებით, ისინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მის  სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ალიანსში მხარს უჭერენ.