თბილისის მერიის ელექტრონული განცხადებების პორტალზე ID ბარათით ხელმოწერის საჭიროება გაუქმდა

საქართველოს მთავრობის 23 მარტის N181 დადგენილების – „საქართველოში ახალი კორონავისრუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების მოქმედება ჩერდება.

თბილისის მუნიციპალიტეტის ელექტრონული განცხადებების თვითმომსახურების პორტალზე – my.municipal.gov.ge განაცხადის გაკეთების ნაწილში ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, გაუქმდა ID ბარათით ხელმოწერის საჭიროება.

იმისათვის, რომ განაცხადის გაკეთება შეძლოთ, საჭიროა:

1. აირჩიოთ სად გსურთ განაცხადის გაკეთება – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში თუ საკრებულოში;

2. განმცხადებელი – ფიზიკური პირის შემთხვევაში, აუცილებელია, შეავსოთ მითითებულ ველები:
· პირადი ნომერი
· სახელი
· გვარი
· დაბადების თარიღი
· ფაქტობრივი მისამართი
· მობილურის ნომერი
· პირადობის მოწმობის / ID ბარათის / პასპორტის PDF ან GPJ ფაილი

განმცხადებელი – იურიდიული პირის შემთხვევაში, აუცილებელია, შეავსოთ მითითებული ველები:
ორგანიზაციისთვის:
· საიდენტიფიკაციო კოდი
· დასახელება
· იურიდიული მისამართი
პასუხისმგებელი პირისთვის:
· პირადი ნომერი
· სახელი
· გვარი
· დაბადების თარიღი
· ფაქტობრივი მისამართი
· მობილურის ნომერი
· პირადობის მოწმობის / ID ბარათის / პასპორტის PDF ან GPJ ფაილი

3. ნომენკლატურების ჩამონათვალში აირჩიოთ სასურველი განცხადების სახეობა;

4. აუცილებელია, შეავსოთ მოთხოვნის ტექსტი;

5. საჭიროების შემთხვევაში, მიაბათ დანართი ფაილები, შეავსოთ შენიშვნა და დაკავშირებული დოკუმენტის ველები;

6. დააჭიროთ ღილაკს განცხადების გენერაცია – ამ მომენტში, სისტემაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოგივათ მოკლე ტექსტური შეტყობინება უნიკალური კოდით, რომელიც უნდა ჩაწეროთ შეტყობინების ველში და დააჭიროთ ღილაკს – გადაგზავნა.

თქვენი განცხადება გადაიგზავნება განსახილველად. განაცხადზე საქმისწარმოების დასრულების შემდეგ, კვლავ მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.

პორტალზე არსებულ პასუხის ღილაკზე დაწკაპებით, შესაბამისი ფორმა გაიხსნება, სადაც უნდა ჩაწეროთ SMS-ში მითითებული განაცხადის ნომერი და დოკუმენტის კოდი. ასევე, მონიშნოთ ჩანართი „მე არ ვარ რობოტი“ და გახსნათ სამსახურის მიერ გამოგზავნილი პასუხი.

იმან, რომ საჭირო იყოელექტრონული ხელმოწერა და რიგით მოქალაქეს უნდა ჰქონოდა  ID ბარათის წამკითხველი საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.

https://www.gmtv.ge/74986-2/