დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან ე.წ. კლასტერი ცნობილია

ყველა ის პირი, რომელთაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ხუთ კლინიკაშია გადაყვანილი და ყველა მათგანის კლასტერი ცნობილია. ამის შესახებ განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს  სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, ამჟამად მათ კლინიკაში 38 ინფიცირებული  მკურნალობს და 22 მათგანს პნევმონია აღენიშნება. რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა მძიმედ, თუმცა სტაბილურად ფასდება, ხოლო ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

რაც შეეხება ბოჭორიშვილის კლინიკას, აქ ამ დილას 2 ინფიცირებული პაციენტი მოათავსეს და ამჟამად კორონავირუსის დიაგნოზით 10 პაციენტი მკურნალობს და რამდენიმე მათგანს დღეს განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება და თუ არ დაუდასტურდათ “კოვიდ 19” უკვე გამოჯანმრთელებულად ჩაითვლებია. როგორც ამ საავადმყოფოს წარმომადგენელმა განაცხადა, ორი შემთხვევა შიდა გავრცელებას უკავშირდება და მათი კონტაქტებიც ცნობილია.

ამ დილას 18 ადამიანს დაუდასტურდა “კოვიდ 19” და სულ საქართველოში 188 პირია ინფიცირებული. აქედან 36 გამოჯანმრთელდა.