COVID-19-ზე შემოწმებული 15 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში უკვე მეხუთე დღეა, მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. გამშვები პუნქტების გავლით ჩაკეტილ ტერიტორიაზე, ძირითადად, სატვირთო ავტომობილები შედიან.

“ჯეო ჰოსპიტალსის” ექიმის, ინფორმაციით, COVID-19-ზე შემოწმებული 15 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა და კიდევ 2 პაციენტის პასუხს ელოდებიან.