ჟურნალისტებზე მზრუნველი პატრული – ვენდოთ ერთმანეთს!

თბილისის შესასვლელ-გასასვლელში საპოლიციო ბლოკ-პოსტი მოწყობილი, სადაც პოლიციელები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. მიუხედავად დაღლილობისა, მიუხედავად იმისა, რომ დღეში ასობით ადამიანთან უწევთ კონტაქტი, ისინი მაინც ახერხებენ და  იქვე მყოფ ჟურნალისტებზე ზრუნავენ.

ხათუნა მიქაცაძე ამ ფაქტზე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოსაც აქვეყნებს:

-მართლა უნდა ვენდოთ ერთმანეთს, ვისწავლოთ ერთმანეთზე ზრუნვა, ეს უკვე გადვანახა ჩვენმა პატრულმა, ეს დაგვანახეს ჩვენმა ექიმებმა, რომ შეუძლიათ ჩვენზე ზრუნვა და ჩვენც უნდა ვენდოთ, მხოლოდ ერთმანეთზე ზრუნვა გადაგვარჩენს…

უბრალოდ უნდა ვენდოთ და  გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

სულ ერთი სიტყვა – მადლობა – ახლა ძალიან დიდს ნიშნავს…-ამბობს ხათუნა მიქაცაძე.