კორონავირუსით გარდაცვლილი ქალი 78 წლისაა და ბოლო 6 თვე ავადმყოფობდა

საქართველოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 78 წლის ქალია, რომელიც  საუნივერსიტეტო კლინიკაში კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს.

პაციენტის ისტორია მარნეული-ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.

საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის თქმით, ქალს გულის უკმარისობა და სუნთქვის გაძნელება აღენიშნებოდა როდესაც კლინიკაში მოათავსეს. კვლევებით მას დაუდგინდა პნევმონია და პნევმოთორაქსი, ასევე მწვავე სეფსისი.  მიუხედავად სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობისა, ინფიცირებული პაციენტი დღეს დილით,  სამწუხაროდ გარდაიცვალა, განაცხადა რატიანმა.

ასევე

https://www.gmtv.ge/%e1%83%94-%e1%83%ac-%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%93%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%a3/