სააღდგომო ლიტურგიას თვალ-ყურს ვადევნებ სახლიდან, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გეგმავს, სააღდგომო ლიტურგიას ტელევიზორში უყუროს.

„მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ამას ყველაფერს თვალ-ყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორში. ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, როგორც ცალკე აღებული მოქალაქის და მთავრობის მეთაურის და თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებ ასე მოიქცნენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ