კორონავირუსით დაინფიცირებული ცოლ-ქმარი 6 წუთიანი ინტერვალით დაიღუპა

კორონავირუსით დაინფიცირებული ცოლ-ქმარი 6 წუთიანი ინტერვალით გარდაიცვალნენ ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში.

74 წლის სტიუარტ ბეიკერს და მისი 72 წლის მეუღლეს ანდრიანის “კოვიდ 19”-ის დიაგნოზი ადგილობრივ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ ტესტების ჩატარების შედეგად დაუსვეს. ორივე მათგანს პნევმონიის გართულება აღენიშნებოდათ. ექიმებმა მათი შვილი გააფრთხილეს, რომ მისი მშობლების მდგომარეობა კრიტიკული იყო და ისინი ვეღარ გადარჩებოდნენ.

ცოლ-ქმარმა ერთად 51 წელი იცხოვრა.