თბილისის მერიის ნობათი სოციალურად შეჭირვებულ 64 ოჯახს

ვარკეთილსა და დიდ დიღომში მდებარე სოციალურ საცხოვრებელში  მცხოვრებ 64 ოჯახს თბილისის მერიამ  ნობათები გადასცა. მერიის წარმომადგენლებმა შეჭირვებულ ოჯახებს ერთი თვის სამყოფი არამალფუჭებადი პროდუქტები მიუტანეს.

” ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია Ai Group-ს, რომელიც გვერდში გვიდგას და მათი დახმარებით სხვადასხვა სოციალურ საცხოვრისში არამალფუჭებად პროდუქტებს ვარიგებთ“, – განაცხადა მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ.

გასულ კვირას კომპანია Ai Group-მა ნობათი ორხევის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს გადასცა. მოქალაქეთა დასახმარებლად დედაქალაქის მერიის მიერ წარმოებული კამპანიის ფარგლებში შეგროვებული ნობათი არამალფუჭებად პროდუქტსა და საყოფაცხოვრებო მოხმარების პირველად საგნებს მოიცავს