ვორქშოპი საარჩევნო მონაცემების შესახებ (ვიდეო)

   დარინა დავითაძე

განათლების მულტიმედია ცენტრში გაიმართა ვორქშოპი საარჩევნო მონაცემების შესახებ, სადაც განიხილეს სხვადასხვა სახის საარჩევნო მონაცემები, მათი ქართული წყაროები და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაგეგმილი ცვლილებები. ჯამპსტარტის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ ბარეტმა იმ დაბრკოლებებზეც ისაუბრა, რომლებსაც საარჩევნო მონაცემების მოპოვებისა და გამოყენებისას აწყდება საზოგადოება საქართველოში.

ასევე შეხვედრაზე ჯამპსტარტის განახლებული საარჩევნო პორტალის პრეზენტაციაც გაიმართა. ერიკ ბარეტმა ჟურნალისტებს ის ხელსაწყოები გააცნო, რომლის გამოყენებითაც ჯამპსტარტი არჩევნების შედეგებს, მოხალისეებთან ერთად, დაითვლის. ცესკო-ს მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების გამოქვეყნების შემდეგ ჯამპსტარტი მონაცემებს გააციფრულებს (გადაიყვანს მათ სპეციალურ ფორმაში). შედეგები ჯამპსტარტის საარჩევნო პორტალზე (http://elections.jumpstart.ge/ka) რეგულარულად განახლდება და მისი ჩამოტვირთვა ყველას შეეძლება.

ვორქშოპზე ჟურნალისტებმა მიიღეს პრაქტიკულ რჩევები, როგორ გამოიყენონ ჯამპსტარტის საარჩევნო პორტალი, ასევე ინფორმაცია სხვა წყაროების შესახებ, რომლებიც მათ არჩევნების გაშუქებაში დაეხმარებათ.

კომენტარის დატოვება