სოფლებში მსხალგორსა და მანავში ხანძარი გაჩნდა

ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, მსხალგორსა და მანავში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა. სახანძრო სამსახურმა ხანძარი უკვე ჩააქრო.

მსხალგორში 300 კვადრატული ფართობია დამწვარი, მანავში კი ერთ ჰექტარზე ბალახი დაიწვა.