“გვჭირდება განახლების მეორე ტალღა …”

ირაკლი კობახიძე პარტიაში მიმდინარე განახლების პროცესზე

„განახლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ყოველი შემდეგი არჩევნებისათვის, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენ, გახსოვთ, რომ წინა არჩევნებისთვის დავდეთ ეს პირობა, რომ გუნდი თვისებრივად განახლდებოდა და რეალურად ამ შედეგს მივაღწიეთ და ეს საზოგადოებამ იხილა. ახლა გვჭირდება მეორე ტალღა განახლების, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ამომრჩეველისთვისაც, როდესაც ის გააკეთებს არჩევანს ქართული ოცნების სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, მთელი სერიოზულობით ვეკიდებით ამ პროცესს და ბუნებრივია ეს პროცესი წარიმართება იმ იერარქიის შესაბამისად, რომელიც არის ჩამოყალიბებული პარტიაში. პარტიას ყავს თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტიკური საბჭო და ა.შ. ზუსტად ამ იერარქიის შესაბამისად, წარიმართება პროცესი და რა თქმა უნდა ამ პროცესს უხელმძღვანელებენ მთავარი თანამდებობის პირები, რომელიც არიან წარმოდგენილი პარტიაში და მისი მთავარი ორგანო, ეს არის პოლიტიკური საბჭო და  გადაწყვეტილებას იღებს კანდიდატთა თაობაზე.

რა თქმა უნდა, ჩვენ, გვჭირდება ექსპერტული მხარდაჭერა. ასეთ დროს და ასეთ ექსპერტულ მხარდაჭერას ენიჭება ბუნებრივია განსაკუთრებული მნიშვნელობა და საბოლოოდ ბუნებრივია გადაწყვეტილება მიიღება პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ და პოლიტიკური ორგანოს, პოლიტიკური საბჭოს მიერ.  თუმცა, ექსპერტული მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვქონდა ასეთი მხარდაჭერა წინა საპარლამენტო არჩევნებამდეც და ამან ძალიან გაამართლა და შესაბამისად, ასეთ ექსპერტულ მხარდაჭერას ვიყენებთ, ბუნებრივია, ამ პროცესისთვისაც“,- განაცხადა „მაესტროს“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.​