ოკუპირებულ აფხაზეთში ძლიერი წვიმის შედეგად სოხუმში სახლები დაიტბორა და მრავალწლიანი ნარგავები განადგურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში ძლიერი წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა. 

როგორც დეფაქტო საგანგებო საქმეთა მინისტრი ლებ კვიცინია აცხადებს, ვითარება, საკმაოდ რთულია.

“ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად სახლები დაიტბორა. ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები ახადა, ხეები მოგლიჯა და ადგილობრივების კუთვნილი მანქანები დააზიანა. ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები”, – განაცხადა ლებ კვიცინიამ.

წვიმის შედეგად მდინარე აძაფშიც ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.

მოსახლეობის თქმით, წყლის დონე ქუჩებში 3 მეტრსაც აღემატებოდა.

ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო მთავრობის განმარტებით, ჯერ ზიანის მასშტაბების დადგენა ვერ ხერხდება.